მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV Georgia-ს გენმენეჯერი: საქართველოს მთავრობასთან საკმაოდ ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს

5d5af849434ee
დათო ჯალაღონია
20.08.19 09:30
701
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მეთე ერქალის განცხადებით, საქართველოს მთავრობასთან საკმაოდ ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს დამკვეთსა და შემსრულებელს.

ამის შესახებ მან Forbes Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში (“TAV-ის კამარა ქართულ ავიაციაში”) განაცხადა.

„საქართველოს მთავრობასთან საკმაოდ ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს დამკვეთსა და შემსრულებელს. ჩვენ მიერ განხორციელებული ნებისმიერი პროექტი საქართველოს მთავრობასთან თანხმდება და ჩვენ მათ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ამ შემთხვევაში ორივე მხარეს საერთო მიზანი გვაქვს – საქართველო რეგიონში საავიაციო ჰაბად ვაქციოთ, ამისათვის კი სახელმწიფოსთან სწორი კომუნიკაციაა საჭირო, რასაც, ვთვლი, რომ ამ წლების განმავლობაში მივაღწიეთ.

2005 წელს ჩვენ გვჯეროდა საქართველოსი, როდესაც გავრისკეთ და უცხო ქვეყანაში საერთაშორისო პროექტი პირველად განვახორციელეთ. დღეს ჩვენ ქვეყნის მხრიდან იმავე ნდობას ვგრძნობთ. 2015 წელს TAV Georgia-სა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის ხელი მოეწერა 2005 წელს გაფორმებულ, თბილისის აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს. ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველო საიმედო და სასურველ საინვესტიციო ქვეყანას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს TAV Georgia საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორ კომპანიად დასახელდა“, - განაცხადა ერქალმა.

გამომდინარე იქიდან, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მართვის უფლება კომპანიას 2027 წლამდე აქვს, Fobes Georgia დაინტერესდა, რა გეგმებ აქვს TAV Georgia-ს მომდევნო 8 წლის განმავლობაში.

„ამ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკური გუნდისთვის რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს შეთავაზებული, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ მზად ვართ, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განვითარებისთვის დამატებითი ინვესტიცია განვახორციელოთ“, - აღნიშნა მან.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე: http://forbes.ge/news/6334/TAVis-kamara-qarTul-aviaciaSi