მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტარიელ ლებანიძე: თურქეთს სურს შეარბილოს რუსეთის ხისტი პოზიცია

565ebc1b41e2b
BM.GE
02.12.15 13:38
1831
თურქეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ტარიელ ლებანიძე გადაცემა "ბიზნესკონტაქტში", აცხადებს, რომ თურქეთი რუსეთის ხისტი პოლიტიკის შერბილებას შეეცდება. ლებანიძის განცხადებით, რუსეთი საკუთარ სანქციებს ენერგეტიკის სფეროში არ მიმართავს, თუმცა თუკი თურქეთს დამატებითი ბუნებრივი აირი დასჭირდება, ის მის იმპორტს ირანთან ერთად, სხვა ქვეყნებიდანაც განახორციელებს.
 
"არ მგონია რუსეთმა სანქციები ენერგეტიკის დარგში მიმართოს. თურქეთში ბუნებრივი აირი უმეტესად ბულგარეთიდან მიედინება. რუსეთმა თურქეთს შესთვაზა ცისფერი ნაკადი და ეს პროექტი იქნა განხორციელებული. თურქეთს ძალიან სჭირდება გაზი და ის ყველა მიმართულებით წავა მის გაზრდაზე. თუ გრძელვადიან პერიოდში რუსეთი და თურქეთი განაგრძელებენ ეკონომიკის დარგში პაექრობას, ვფიქრობ თურქეთს არა მარტო ირანის გაზი, არამედ სხვა გაზის შემოტანაც დასჭირდება.

ამას რა თქმა უნდა დრო სჭირდება. არამგონი, რუსეთისგან უნდა ველოდოთ მსგავს ნაბიჯს. მითუმეტეს მაშინ როდესაც რუსეთს ისედაც შემცირებული აქვს შემოსავლები.
თურქეთი რუსეთში 700-მდე სავაჭრო ობიექტს ფლობს. რუსეთის ხისტი პოლიტიკის მიუხედავად თურქეთს სურს შეარბილოს ეს პოზიცია და არ მიიყვანოს საქმე ეკონომიკური ურთიერთობების გაუარესებამდე", - განაცხადა ტარიელ ლებანიძემ.