მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტანზანიის ხელისუფლება კილიმანჯაროზე საბაგიროს აშენებას აპირებს

5ce92838718fe
მიშა ხაჩიძე
25.05.19 19:43
960
ტანზანიის ხელისუფლება კილიმანჯაროზე საბაგიროს გზის აშენებას აპირებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, განცხადება ამასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ აფრიკული სახელმწიფოს ტურიზმის მინისტრმა გააკეთა.

კონსტანტინე კენიასუს თქმით, ამ ეტაპისთვის მწვერვალის კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალისტები მონაკვეთს სწავლობენ და დეტალებს ადგენენ.

“ამ დროისთვის საკვლევი სამუშაოები მიმდინარებს, მისი დამთავრების შემდეგ, გვეცოდინება, გამოვა თუ არა ეს გრანდოზული პროექტი”,- დასძინა ტანზანიის ტურიზმის მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, საბაგირო გზის მშენებლობით ორი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული.

ტანზანიის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ საბაგირო გზის გაშენება ქვეყანაში ტურისტების რაოდენობას გაზრდის. უცხოელ ვიზიტორებს კი კილიმანჯაროს მწვერვალზე ასვლა გაუმარტივდებათ.

ყოველწლიურად , ქვეყანაში 5895 -მეტრიანი მწვერვალის სანახავად 50.000 ადამიანი ჩადის.

შეგახსენებთ, რომ კილიმანჯარო 1987 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.