მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანხის განაღდება, გადარიცხვა და სხვა ოპერაციები ბანკომატის საშუალებით

56c2cecf6cf4e
მარიამ აფრიდონიძე
16.02.16 11:23
11301
2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედებს სხვადასხვა ბანკის 2117 ბანკომატი და 23880 პოსტერმინალი.
 
ბანკომატიდან შესაძლებელია, როგორც პლასტიკური ბარათით თანხის განაღდება, ასევე დამატებით სხვადასხვა საბანკო მომსახურების მიღება მაგალითად გადარიცხვა, გზავნილების განაღდება და ა.შ. განაღდების ლიმიტი ყველა ბანკისთვის ინდივიდუალურია. ასევე, განსხვავებულია მომსახურების ტარიფები იმის მიხედვით, თუ რომელ ბანკს ეკუთვნის ბანკომატი და პლასტიკურ ბარათი. შედარებით ნაკლებ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, როდესაც ერთი და იგივე ბანკის ბარათით და ბანკომატით ვსარგებლობთ. საკრედიტო ბარათის შემთხვევაში ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიო უფრო მაღალია, ვიდრე სადებეტო ბარათის შემთხვევაში.

პოსტერმინალი არის უნაღდო ანგარიშსწორების საშუალება, რომელიც განთავსებულია სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში. მისი საშუალებით თანხის გადახდა ძირითადად 0%-ია, ანუ შეძენილი პროდუქტის თუ მომსახურების მხოლოდ ღირებულებას ვიხდით და დამატებით ხარჯთან არ არის დაკავშირებული. საქართველოს ტერიტორიაზე საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა ზრდის ტემპით ხასიათდება და 2015 წლის დეკემბრის თვეში მისი რაოდენობა 12 044 680-ს შეადგენს.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ბანკომატით სარგებლობისას ჩვენი პლასტიკური ბარათები „იყლაპება“. მათი დაბრუნება კი გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. როდესაც საუბარია ერთი და იგივე ბანკის ბანკომატზე და ბარათზე, პროცედურები უფრო ხანმოკლეა. სხვა შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე დღეც კი დასჭირდეს. გაითვალისწინეთ, რომ ბანკომატით სარგებლობის დროს, დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში თუ არ ავიღებთ ჩვენს ბარათს, ან მოთხოვნილ თანხას, უსაფრთხოების მიზნით ბარათიც და თანხაც დაკავდება.

საზოგადოება და ბანკები