22.აპრილი .2016 17:39

TANAP-ის მეშვეობით, ევროპაში შესაძლოა ირანული და თურქმენული გაზიც მოხვდეს

views 1420
უკან

ირანული გაზი ევროპაში შესაძლოა ტრანსანატოლიური მილსადენით მოხვდეს, „ტანაპის“ კონსორციუმის ხელმძღვანელის სიტყვებს თურქული მედია ციტირებს. ასევე მისი თქმით, TANAP-ის მეშვეობით თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების საკითხიც განიხილება.
 
ამ ეტაპისთვის TANAP-ის 440 კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ პროექტის მიხედვი, ევროპა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გავლით ბუნებრივ აირს მიიღებს. თურქეთი გაზს უკვე 2018 წლიდან მიიღებს. რაც შეეხება ევროპას, იგი ბუნებრივი აირით 2020 წლიდან მომარაგდება.