06.მაისი .2016 17:49

თანაინვესტირების ფონდი: ივანიშვილი მზად არის განმუხურის პროექტი საჩუქრად გადასცეს ინვესტორს

views 5637
უკან

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მზად არის განმუხურში, საჯარო, პირობიანი აუქციონით 2,266,500 ლარად შესყიდული 3 ჰა მიწის ნაკვეთი და ორ მილიონ დოლარად შეფასებული სრული არქიტექტურული პროექტი საჩუქრად გადასცეს იმ ინვესტორს, ვინც აიღებს არსებული პროექტის განხორციელების ვალდებულებას.

ასევე როგორც თანაინვესტორების ფონდში განმარტავენ, ბიძინა ივანიშვილი მზად არის საქართველოში არსებული 8 პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე ხსენებული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს, იმ შემთხვევაში თუ ეს პირები დადგენილი პირობების ფარგლებში პროექტების წარმატებულ განხორცილებას შეძლებენ.