მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე გადასახადი გაიზარდა

568786a6d2e99
BM.GE
02.01.16 12:11
1311
2016 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებით 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა:

• ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით;

• უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით;

• სიგარებზე ერთ ღერზე და სიგარალებზე 20 ღერზე - 0.4 ლარით;

• ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით.

• ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი იზრდება 5 დან 10 პროცენტამდე.

• ასევე 2016 წლის 1 იანვრიდან ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვიის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა,ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთი გაიზარდა - 10 ლარამდე.