მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამაზ გიორგაძის დაფუძნებულ Raisin-ში Goldman Sachs-მა €25 მნლ ჩადო

5d2f0941848f0
შოთა ტყეშელაშვილი
17.07.19 16:00
2167
Goldman Sachs-მა €25 მილიონი ევროს დაფინანსება ჩადო გერმანიაში ბაზირებულ ფინტექ კომპანია Raisin-ში. Raisin-ის თანადამფუძნებელი ქართველი ანტერპრენიორი თამაზ გიორგაძეა.

Raisin მსოფლიო ბაზრებზე უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს და მომხმარებლისთვის ერთ მარტივ პრობლემას აგვარებს - ადარებს და გირჩევს სადეპოზიტო პროდუქტებს ევროპული ბანკების მასშტაბით. კერძოდ, პლატფორმა საშუალებას იძლევა, მარტივი ინტერფეისის საშუალებით, შეადარო ერთმანეთს სადეპოზიტო პროდუქტები; ასევე, პლატფორმა პატარა ბანკებს ეხმარება მიიღოს წვდომა სადეპოზიტო პროდუქტის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებთან.

კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, დღეისთვის, Raisin-ს დახმარებით, $11 მილიარდის ოდენობის თანხები განთავსდა დეპოზიტებზე 80 პარტნიორი ბანკის მასშტაბით. სულ პლატფორმას 160,000 მომხმარებელი ჰყავს 31 ევროპული ქვეყნიდან. საერთო ჯამში, მათ დეპოზიტზე დარიცხული პროცენტის სახით, $90 მლნ-ის სარგებელი მიიღეს. ამჟამად კომპანია ამერიკულ ბაზარზე შესვლით არის დაინტერესებული.

Raisin-მა 2019 წლის თებერვალში ინვესტორებისგან $114 მილიონის დაფინანსება მოიზიდა, ახლა კი კომპანიით ამერიკული საინვესტიციო ბანკი დაინტერესდა.

კომპანიის ღირებულება ამჟამად დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევროა.