მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თალაკვაძე: პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონს ხვალ მიიღებს

5d1210c6f0e2a
თელარა გელანტია
25.06.19 16:13
1232
„ხვალიდან ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უმნიშვნელოვანეს თემებზე - მივიღებთ კანონს სასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას უკეთესი, განვითარებული და მშვიდობიანი მომავლისთვის.


„დავამტკიცებთ განათლების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ეხებათ ზუსტად ამ ახალგაზრდებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. დავამტკიცებთ ცვლილებებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ და გავაგრძელებთ სვლას უკეთესი, უფრო განვითარებული და მშვიდობიანი მომავლისაკენ. ეს იქნება პარლამენტის დღის წესრიგი და მე კიდევ ერთხელ პირობას გაძლევთ ყველა თქვენგანს, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში, მშვიდი და საქმიანი პოლიტიკის ფარგლებში, ასევე, სამართლიანი პოლიტიკის ფარგლებში შევეცდებით, რომ ჩვენ ეს შედეგები განვახორციელოთ",- განაცხადა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას არჩილ თალაკვაძემ.