მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თაიმსის ინფორმაციით, FBI ფულის გათეთრების მუხლით დოიჩე ბანკის წინააღმდეგ საქმეს იძიებს

5d0b792948048
მიხეილ ხაჩიძე
20.06.19 15:30
1299

New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიების ბიურო დოიჩე ბანკის წინააღმდეგ, ფულის გათეთრების მუხლით გამოძიებას აწარმოებს. 

საქმე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილის ივანკა ტრამპის მეუღლის - ჯარედ კუშნერის კომპანიის მიერ 2016 წელს განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. თაიმსის ინფორმაციით, ჯარედ კუშნერის კომპანიებმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი მოცულობის თანხები გადარიცხა რუსულ ფიზიკურ პირებთან, ეს ტრანზაქციები კი წითელი დროშით უნდა აღნიშნულიყო და მათ შესახებ ბანკს FBI-სთვის ეცნობებინა, რაც არ მომხდარა. 

სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია გრძელდება. დემოკრატმა სენატორებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და Deutsche Bank-ის კავშირების შესახებ გამოძიების დაწყება დაახლოებით, ორი კვირის წინ მოითხოვეს.