23.მარტი .2016 10:19

სწრაფი და ყველაზე რისკიანი სესხი - რა უნდა გაითვალისწინოთ ონლაინ სესხით სარგებლობისას

views 2716
უკან

ონლაინ სესხი ეს არის სწრაფი სესხი, რომელიც გათვლილია მოკლე ვადაზე და გაიცემა სახლიდან გაუსვლელად. იმისთვის, რომ ვისარგებლოთ ამ ტიპის სესხით, მომხმარებელს შეუძლია შესაბამისი ვებ გვერდის დახმარებით შეავსოს მარტივი აპლიკაცია და მიუთითოს მისთვის სასურველი სესხის ოდენობა. აპლიკაციის შესავსებად სახელის, გვარის, პირადი მონაცემების, საცხოვრებელი ადგილის და შემოსავლის მითითებაა საჭირო. იმისთვის, რომ ონლაინ სესხით ვისარგებლოთ ბანკისგან განსხვავებით არ არის საჭირო რეგისტრირებული შემოსავლის დაფიქსირება. მარტივი და სწრაფი სესხით სარგებლობა მაღალ რისკებს გულისხმობს, სწორედ ამიტომ სესხის გადავადების ან ვადაგადაცილების შემთხვევაში საკომისიო ძალიან მაღალია. ონლაინ სესხით სარგებლობა მოსახერხებელია მაშინ, თუ თანხა ხელფასამდე ან სხვა სახის შემოსავლის მიღებამდე მაქსიმუმ ერთ თვემდე ვადით გვჭირდება. სხვა შემთხვევაში, მომხმარებელს უწევს მაღალი საკომისიოს გადახდა, რათა სესხის დაფარვის ვადა გადაუვადდეს. ეს საკომისიო კი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რამდენი დღით გვსურს სესხის დაფარვის ვადის გადაწევა. რაც შეეხება სესხის დამტკიცებას ხშირ შემთხვევაში კომპანიები მომხმარებელს პირველ სესხს 0%-ად სთავაზობენ, თუმცა მომდევნო სესხის შემთხვევაში საკომისიო 20%-ს აღწევს. სესხის ოდენობა კი საშუალოდ 50-750 ლარია.

როგორც წესი, სესხის დამტკიცების პერიოდში, არ ხდება მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის გადამოწმება. შესაძლოა სესხი დაუმტკიცდეს ისეთ ადამიანს, რომელსაც აქვს მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება, აქვს იმ ოდენობით სესხები, რომ მისი შემოსავალი არ არის საკმარისი, გაუმკლავდეს ამ ვალდებულებებს. ასეთ შემთხვევაში კი იმის შანსი რომ მომხმარებელმა ერთ თვეში დააბრუნოს სესხის თანხა ძალიან მცირეა. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის დაახლოებით 1%-ის გადახდა უწევს.

ონლაინ სესხის კომპანიებს შეუძლიათ სასამართლოს გზით მოსთხოვონ მომხმარებელს ვალის დაბრუნება. ისინი თანამშრომლობენ "კრედიტ ინფო საქართველოსთან". მსესხებლების შესახებ ინფორმაციას აწვდიან მათ და შესაბამისი ინფორმაცია მიეთითება თითოეული მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის ჩანაწერში. ხელშეკრულების მიხედვით მსესხებელი პასუხისმგებელია თავისი უძრავი და მოძრავი ქონებით.

საზოგადოება და ბანკები

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა