02.დეკემბერი .2015 23:09

Swatch-მა საბანკო ბარათის ფუნქციის მქონე საათი შექმნა

views 1323
უკან

შვეიცარიულმა კომპანია, Swatch-მა საგადამხდელო სისტემა Visa-თან ერთად, შექმნა საათი, რომელსაც საბანკო ბარათის ფუნქცია აქვს და სხვადასხვა ოპერაციების უკონტაქტო განხორციელება შეუძლია. დღეისათვის, საათებით ამ სახის გადახდები მხოლოდ შვეიცარიაში, ბრაზილიასა და აშშ-შია ხელმისაწვდომი. 2016 წლიდან კი უნიკალურ საათს, რომელიც ბაზარზე Swatch Bellamy-ის ხაზით გამოვა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში წარადგენენ, სადაც კი უკონტაქტო გადახდებია ხელმისაწვდომი.