20.აგვისტო .2019 19:10

„სვანეთმა შესაძლოა, UNESCO-ს სტატუსი დაკარგოს“, - ნიკოლოზ ანთიძის რჩევა უშგულელებს

views 1587
უკან

„სვანეთის სოფელ უშგულში უკანონო მშენებლობები მიმდინარეობს, რაც UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სტატუსს საფრთხეს უქმნის და შესაძლოა, ეს სტატუსი სვანეთმა დაკაროს“, - ამის შესახებ bm.ge-ისთან კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა.

ცნობისთვის: 1996 წლიდან ზემო სვანეთი “იუნესკოს” მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია.

დღეს სვანური კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით, უშგულში საპროტესტო აქცია განახლდა. ადგილობრივებმა ამჯერად სოფლამდე მისასვლელი საავტომობილ გზა გადაკეტეს. ისინი ირწმუნებიან, რომ შესაბამისი უწყებები ყურადღებას არ აქცევენ და „ისტორია იკარგება“.

კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი სვანეთში, უშგულის მოსახლეობის პროტესტის პათოსს არ იზიარებს და ირწმუნება, რომ რა მასშტაბითაც ახლა ხორციელდება სვანეთში ძეგლების რეაბილიტაცია, მსგავსი აქამდე არასდროს ყოფილა.

„შემიძლია უშგულელებს ვუთხრა, რომ პროტესტს სხვა მმიმართულება მისცენ და უშგულში უკანონო მშენებლობები გააპროტესტონ, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის იუნესკოს ძეგლის სტატუსს. იქ მორატორიუმია გამოცხადებული, მაგრამ უკანონო მშენებლობები მაინც მიმდინარეობს, ამიტომ ვფიქრობ, პროტესტი უშგულში უნდა მიემართოსარა იმ ძეგლებზე, რომლებიც ამ წუთებშიც კი, რეაბილიტირდება, არამედ სხვა მიმართულებით. იქ ისეთი მშენებლობები მიდის, რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უშგულს აუცილებლად დაუკარგავს ცნობადობას და მეორე, საფრთხის ქვეშ დგას იუნესკოს სტატუსი.

ჩვენი მხრიდან იყო არაერთი გაფრთხილება, ასევე არაერთხელ გამოვწერეთ ჯარიმაც, მაგრამ ამ საქმის აღსრულება ბოლომდე მაინც ვერ ხდება. ჯარიმის ოდენობას რაც შეეხება ფიზიკურ პირზეა - 7 000 ლარი, ეს რადგან ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია, ხოლო იურიდიულ პირზე - 12 000 ლარი, მაგრამ რა გინდა ქნა, მაინც გრძელდება უკანონო მშენებლობები, რამაც უკვე შეცვალა უშგულის იერსახე“, - აცხადებს ანთიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა