25.მარტი .2016 18:13

Summer in Georgia - ახალი საიმიჯო რგოლი საქართველოზე (ვიდეო)

views 1492
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ახალი ვიდეო კლიპის პრეზენტაცია გამართა.
 
"Summer in Georgia" ამ სახელწოდებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტელეკომპანიების, ინტერნეტ გვერდებისა და სოციალური ქსელების საშუალებით საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლის ჩვენება იწყება.

საქართველოს შესახებ ინგლისურ და რუსულ ენებზე დამზადებულ ვიდეორგოლს მეზობელ ქვეყნებში, ევროკავშირისა და ახლო აღმოსაველთის ტურისტულ ბაზრებზე იხილავენ. კლიპის პრეზენტაცია იგეგმება მსოფლიოს სხვადასხვა უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებზე. საიმიჯო ვიდეორგოლი საერთაშორისო მოგზაურებს საქართველოს ზაფხულის ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.

ვიდეოკლიპი სტუდია „მეტრო“-მ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მოამზადა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა