მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სტრასბურგმა საქართველოს 50,000 ევროს გადახდა დააკისრა" - წულუკიანი ე.წ. "კორტების საქმეზე"

5d303313d0c1e
თელარა გელანტია
18.07.19 12:46
1051
საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე - „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველო გაამტყუნა.

როგორც მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს ოჯახის სასარგებლოდ 50,000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდადააკისრა.

„გამოქვეყნდა გადაწვეტილება „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხებოდა და ეს საქმე სრულად დასრულდა საქართველოს მარცხით, როგორც მკვლელობის ნაწილში, ასევე ამ საქმის არაეფექტურად და გაჭიანურებულად გამოძიების გამო და ოჯახის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 50,000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ: ჩოგბურთის კორტებთან, ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლების ადვოკატებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან საქმის წარმოებაში მიღების დამადასტურებელი წერილი 2006 წელს მიიღეს. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.