31.მარტი .2016 12:47

სტარტაპების მხარდასაჭერად ახალი ონლაინ სამეწარმეო ჟურნალი შეიქმნა

views 1677
უკან

საქართველოში ახალი ონლაინ სამეწარმეო ჟურნალი MyStartup.ge შეიქმნა, რომლის მიზანია მეწარმეობის პოპულარიზაცია და დამწყები მეწარმეების მხარდაჭერა. ჟურნალი დაფუძნებულია "ახალგაზრდა მეწარმეთა ასოციაციის" მიერ.
 
ონლაინ ჟურნალი ხელს შეუწყობს სტარტაპებისა და მეწარმეების პროდუქტის პოპულარიზაციას, სამეწარმეო ღონისძიებების საინფორმაციო მხარდაჭერას, ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული პროგრამებისა და ინიციატივების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას და სამეწარმეო სიახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.