21.თებერვალი.2016 11:39
ბიზნესი

სტარტაპების დაფინანსების ინსტიტუტი მაისში ამოქმედდება

სტარტაპების დაფინანსების ინსტიტუტი მაისში ამოქმედდება
"დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სტარტაპის დაფინანსების რაიმე მექანიზმი, სადაც შეიძლება სტუდენტი მივიდეს, ან თუნდაც შუახნის ადამიანი, რომელსაც საინტერესო ინიციტივა აქვს" - ეს განცხადება "რადიოს თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
 
პრემიერი მიიჩნევს, რომ დღეს აქცენტი ახალგაზრდებზე უნდა გაკეთდეს და მთავრობამ მათთვის სპეციალური საფინანსო ინსტიტუტი უნდა შექმნას , ყველგვარი საბანკო უზრუნველყოფისა და გირაოს გარეშე. გიორგი კვირიკაშვილმა სტარატაფის ინსტიტუტის ამოქმედების ვადებზეც ისაუბრა, პრემიერმა განმარტა, რომ ეკონომიკურმა საბჭოს პროექტის პირველადი ვერსია უკვე განიხილა და სავარაუდოდ მაისში სტარტაფების დაფინანსების მექანიზმიც გაეშვება.

"ჩვენი ინიციატივაა, რომ დავაფუძნოთ სტარტაფის დაფინანსების ინსტიტუტი. ის ეყრდნობა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. ჩვენ ვეცნობით წარმატებულ გამოცდილებას ,რომელიც არსებობს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნები. ასევე საინტერესოა ამ მხრივ ისირაელის გამოცდილება“-აცხადებს კვირიკაშვილი, რომელმაც ქვეყნაში სტარტაპების დაფინასება გასული წლის დეკემბერში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე დაანონსა და განაცხადა, რომ მთავრობა მსგავსი ბიზნესების დაფინანსებისთვის ახალი პროგრამას ახლო მომავალში წარმოადგენდა.

ასევე კვირიკაშვილმა "რადიოს თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აქცენტი ბიზნესთან ხშირ კომუნიკაციაზეც გააკეთა და მცირე და საშაულო ბიზნესთან შეხვედრა დაანონსა, ხოლო მთავრობის წევრებს შემდეგისკენ მოუწოდა: "მთავრობის წარმომადგენლებმა სულ უფრო და უფრო ხშირად უნდა გააკეთონ განცხადებები, რომ ის რაც კარგია ბიზნესისთვის, კარგი ყველასთვის".
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

15.ივნისი.2019 11:20
3290

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1128

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
404

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
502

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
642

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1258

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად