მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სტარბაქსის" ყავის შემდეგ, GOT-ში პლასტმასის ბოთლი გამოჩნდა

5ce4206e397fc
მიშა ხაჩიძე
22.05.19 00:20
966
„სტარბაქსის“ ყავის ჭიქიდან ორი კვირის შემდეგ, მორიგი შეცდომა საგას ფინალური სეზონის ბოლო სერიაში გაეპარათ.

როგორც მაყურებლებმა შენიშნეს, პლასტმასის ბოთლი იმ სცენაში ჩანს, სადაც მეფის სავანეში შეკრებილები საგანგებო თათბირზე, მეფის არჩევის საკითხს განიხილავენ. კერძოდ კი, ბოთლი სემ ტარლის და სერ დავოსის ფეხებთან დევს.

ფოტოზე წყლის მწარმოებელი კომპანია არ ჩანს, შესაბამისად, ვარაუდი იმისა, რომ ესეც შესაძლოა, მორიგი სარეკლამო გათვლა ყოფილიყო, მინიმალურია.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ გამოსული, ფინალური სეზონის მეოთხე სერიაში, ვინტერფელის დიდ დარბაზში მაგიდაზე ყავის ჭიქა გამოჩნდა. იქ, სადაც გამარჯვების ნადიმი იმართება, დეინერის ქარიშხალშობილის წინ, სრულიად მოულოდნელად „სტარბაქსის“ ჭიქა კადრში შემოვიდა.