მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვების შემდეგ, ლირა მყარდება

5d108ea811a29
მიხეილ ხაჩიძე
24.06.19 18:50
639

 


სტამბოლში მერის არჩევნებში, ოპოციონერი კანდიდატის გამარჯვების შემდეგ, თურქეთის ეროვნული ვალუტა დოლარსა და ევროსთან მიმართებაში საგრძნობლად გამყარდა.


ორშაბათის მონაცემებით, ლირას ღირებულება დოლართან მიმართებაში 1,4 პროცენტით არის მომატებული, შესაბამისად, ერთი აშშ დოლარის შეძენა 5.717 ლირად არის შესაძლებელი, გასულ ღამეს კი, მისი ვაჭრობა 5.8140 - ლირად ხდებოდა.


რაც შეეხება ევროს, დღეს დილით 1 ევრო 6,4805 ლირა ღირდა, ხოლო გუშინ საღამოს მისი შეძენა 6,6198 ლირად იყო შესაძლებელი.


შეგახსენებთ, რომ თურქეთის ქალაქ სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებში კვლავ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა - ეკრემ იმამოღლუმ ხმების 53,9% მიიღო.