04.თებერვალი .2016 13:49

სოზარ სუბარი: "მაესტროს" სხვა არხებისგან მკვეთრად გამოხატული ეკონომიკური ხედვა გამოარჩევს

views 1137
უკან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის აზრით, ტელეკომპანია "მაესტროს“ სხვა არხებისგან მკვეთრად გამოხატული ეკონომიკური ხედვა გამოარჩევს. ამის შესახებ მინისტრმა "მაესტროს" გადეცმა "ფაქტორში" განაცხადა.

""მაესტროსთან" დაკავშირებით, მე ვიტყვი იმას, რომ ეს არხი გამორჩეულია იმით, რომ დილიდან იწყება გადაცემები ეკონომიკურ მიმართულებაზე. საინფორმაციო გადაცემები ყველას აქვს, მაგრამ ასე მკვეთრად გამოხატული ეკონომიკური ხედვა - არა. ამ გადაცემებში უყურადღებოდ არ რჩება ის თემები, რაც გასაკრიტიკებელია და არც მიღწევების წარმოჩენა რჩება უყურადღებოდ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა