მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ფხაკაძე იმ მიზეზებს ასახელებს, რომელთა გამოც საქართველოში საწვავის ფასი გაიზარდა

5d3816685f2f1
სალომე მეცხვარიშვილი
24.07.19 12:25
1181
"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი იმ მიზეზებს ასახელებს, რომელთა გამოც საქართველოში საწვავის ფასი გაიზარდა.

სოსო ფხაკაძის თქმით, ესენია ლარის კურსი და საწვავის ფასები საერთაშორისო ბაზრებზე.

"მიზეზები, რამაც ბოლო პერიოდში გამოიწვია საწვავია ფასების ზრდა არის საერთაშორისო ფასების ზრდა, რომელიც არის მთავარი ინდიკატორი, რომელიც ფასებს განსაზღვრავს და მეორე, ეროვნული ვალუტის კურსი; რადგანაც ჩვენ პროდუქტის შესყიდვას ვახდენთ ამერიკულ დოლარებში, რეალიზაცია და შემოსავალი არის ლარში. შემდგომი პარტია რომ შევისყიდოთ, ამისთვის გვჭირდება გავაკეთოთ კონვერტაცია და როცა ამას მაღალი კურსით ვახდენთ, ბუნებრივია, ეს ადეკვატურ ასახვას ჰპოვებს საქართველოში ფასების დონეზე.  უმეტესი კომპანიები, დაახლოებით, 95% შემოსავალს იღებს ლარში და მასზე ბუნებრივია, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ლარის კურსი", -აცხადებს ფხაკაძე.