29.მარტი .2016 10:20

Sony გაუმჯობესებული PlayStation 4-ის გამოშვებას გეგმავს

views 1296
უკან

The Wall Street Journal_ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Sony გაუმჯობესებული PlayStation 4-ის გამოშვებას გეგმავს. მოწყობილობის ახალ ვერსია მორგებული იქნება თამაშებზე, რომლებსაც სისტემური მოთხოვნები წინასთან შედარებით უფრო გაზრდილი აქვთ, მათ შორის ფუნქციები ვირტუალური რეალობის შესაქმნელად. კომპანია ამავე დროს არ გეგმავს შეწყვიტოს უკვე არსებული PlayStation 4-ის წარმოება, რომლის გაყიდვებიც ამ მომენტისათვის 36 მილიონს შეადგენს.

Sony ვირტუალური რეალობის ახალ მოწყობილობას PlayStation VR-ს ოქტომბერში წარადგენს, - აღნიშნავს გამოცემსი წყარო. PlayStation 4-ის ახალი ვერსიის გამოცემის ძირითადი მიზეზი, ამავე წყაროს ინფორმაციით, გახდა კომპანიის სწრაფვა მომხმარებლებად აქციონ ე.წ გეიმერები, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ იმ მოწყობილობისათვის რომელიც ვირტუალური რეალობის ფუნქციით იქნება აღჭურვილი. ზოგადად Sony, ისევე როგორც სხვა კომპანიები მაგალითად Microsoft და Nintendo, ახალ პროდუქტს 6-7 წელში ერთხელ უშვებს. PlayStation 4 2013 წელს გამოვიდა, PlayStation 3-ის გამოსვლის თარიღი 2006 წელია, და ზუსტად 6 წლით ადრე 2000 წელს კი კომპანიამ PlayStation 2 გამოუშვა.