მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა - პაშინიანი

5d53fca942120
მიხეილ ხაჩიძე
18.08.19 20:00
1189

სომხეთში ოფიციალურად დარეგისტრირებული უმუშევართა რაოდენობა 2019 წლის იანვრიდან ივნისამდე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით შემცირდა, - ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.


აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.1%-იანი ზრდა ფიქსირდება.  

როგორც ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, მთლიანი შიდა პროდუქტის 7.1%–იანი ზრდის მაჩვენებელი პირველი კვარტლისთვის გამამხნევებელი ინდიკატორია, რაც იმედს იძლევა, რომ ქვეყანა სწორი ნაბიჯებით ვითარდება.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერის გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან ქვეყანაში სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი გაიზარდა, ხოლო გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 7 მილიარდი სომხური დრამი გამოიყო. ასევე წლის ბოლომდე პედაგოგების ანაზღაურების გაზრდაც არის დაგეგმილი.