მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

5ce7d057297ac
BM.GE
24.05.19 15:06
738
სომხეთსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების საკითხი მთავრობის სხდომაზე, სომხეთის ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა.

როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, შეთანხმება სომხეთისა და ჩინეთის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ორ ქვეყანაში სტუმრობისას, 180 დღიან პერიოდში 3 თვე (90 დღე) უვიზო რეჟიმით ისარგებლონ.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განმარტა, რომ შეთანხმება ჩინეთსა და სომხეთს შორის, უვიზო მიმოსვლის შესახებ, ცოტა ხნის წინ, მისი ჩინეთში ვიზიტისას განიხილეს და მიიღეს.

უვიზო რეჟიმი ჩინეთს თურქეთთან და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანასთანაც აქვს. აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს კი სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტისთვის ვიზა ესაჭიროებათ.