მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთის მინისტრთა კაბინეტი ელექტრომობილებზე გადავა

5ce457ffc4289
მიშა ხაჩიძე
21.05.19 23:49
968
სომხეთის მინისტრთა კაბინეტი ელექტრომობილებზე გადავა, ამის შესახებ სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ერიკ გრიგორიანის თქმით, ელექტრომობილებს ეკოლოგიის სფეროში არსებული გრანტით შეიძენენ. მინისტრის ინფორმაციით, საერთაშორისო ეკოლოგიური ფონდი პროექტს 700,000 აშშ დოლარით დააფინანსებს. 

მინისტრი იმედოვნებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, წლის ბოლომდე მთავრობის ყველა წევრს უკვე ელექტრო ავტომობილი მოემსახურება.

"ამ გზით უამრავ ბენეფიტს მივიღებთ, მოგვეცემა შესაძლებლობა შევამციროთ ჰაერის დაბინძურება და ამავდროულად, შევამციროთ მოთხოვნა იმპორტირებულ ბენზინზე,"- განაცხადა მინისტრმა 

როგორც ცნობილია, თავდაპირველად სომხეთის მთავრობის წევრებისთვის 12 ელექტრომობილს შეიძენენ.