23.თებერვალი .2016 11:46

სოლოლაკში მდებარე ისტორიული სახლის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება

views 2318
უკან

სოლოლაკში მდებარე ისტორიული სახლის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება. კრწანისი გამგეობის დაკვეთით, შენობის პროექტი ICOMOS საქართველომ მოამზადა.
 
როგორც თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ბაიდარაშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, პროექტში გარკვეული კორექტირების შეტანაა საჭირო, რის შემდეგაც ფიზიკურ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება. ბაიდარაშვილის ინფორმაციით, ტენდერი უახლოესი 20 დღის განმავლობაში გამოცხადდება, სახლის რეაბილიტაცია კი 2016 წელს დაიწყება. მისივე თქმით, სახლი 18-ე საუკუნეშია აგებული, თუმცა მისი რესტავრაცია/რეაბილიტაცია წლებია არ მომხდარა. სახლი ასათიანისა და დადიანის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს.