03.მარტი .2016 20:08

სოფლის მეურნეობის სექტორში 22 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება შეჩერდა

views 1679
უკან

სოფლის მეურნეობის სექტორში 22 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება შეჩერდა. ქუთაისის ინდუსტრიული ზონის მმართველი ეგვიპტური "ფრეშის" გენერალური დირექტორის განცხადებით, ეგვიპტელი ინვესტორები საქართველოში 1000 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე ცხოველების საკვების წარმოების შექმნას გეგმავდნენ, თუმცა ქვეყანაში საჭირო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მოძიება ვერ მოხერხდა.
 
"არსებობს მცენარე, სახელად ალფა, რომელიც წლის განმავლობაშიი 4-ჯერ მოდის. ინვესტორები ამ მცენარის დაპრესას და ეგვიპტეში გატანას გეგმავდნენ, თუმცა სამწუხაროდ მათთვის საჭირო მიწის ნაკვეთი ვერ მოიძებნა", - აცხადებს მიხეილ თიგიშვილი.

როგორც მიხეილ თიგიშვილი ამბობს, საქართველოში არ არსებობს დიდი მიწები. მისი თქმით, ზოგიერთი კერძო ან სახელმწიფო საკუთრებაშია ან კიდევ სახელმწიფო მიწებზე არის კუნძულები, რომელსაც კერძო მფლობელი ჰყავს.

"იყო შეხვედრები სახელმწიფო სტრუქტურებთან, თუმცა 1000 ჰექტარი და მეტი ფართის მიწის ნაკვეთი, რაც აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის იყო საჭირო, სამწუხაროდ ვერ მოიძებნა", - აცხადებს მიხეილ თიგიშვილი.

ქუთაისის ინდუსტრიული ზონის მმართველი კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს სოფლის-მეურნეობის სექტორში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულმა ორმა ეგვიპტურმა კომპანიამ აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით ნიადაგის კვლევა 2014 წელს ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა