მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ ტიბაანში წარმოებული საკვები პროდუქტი ევროკავშირში ექსპორტზე გავა

565fff758ac6e
BM.GE
03.12.15 12:35
2286
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, მთავრობის სხდომაზე "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანში შეიქმნება საკვები პროდუქტების საწარმო, სადაც ჩაიდება დაახლოებით ასი ათასი ლარის ინვესტიცია, დასაქმდება 15 ადამიანი, ხოლო წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გავა გერმანიაში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში.