მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ საყავრესთან ტყეში ხანძრის კერები მუშავდება, ადგილზეა ორი ვერტმფრენი

5d60dc6961209
BM.GE
24.08.19 10:41
812
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე–მაშველები ცალკეული კერების დამუშავებას ახორციელებენ.

როგორც BM.GE–ს უწყებაში განუცხადეს, ადგილზე კვლავ ორი ვერტმფრენი მუშაობს.

"გორში მდგომარეობა უცვლელია. ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების მეშვეობით. ადგილზე რჩება შტაბი", – განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ საყავრესთან ტყეში ხანძარი 22 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლმა დაახლოებით 40 ჰექტარი ფართობი მოიცვა.