აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ი 2016 წლის დასაწყისიდან საქართველოში დაახლოებით 320 მილიონი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, - კომპანიის წარმომადგენელმა Trend-ს განუცხადა.
"წლის დასაწყისიდან საქართველოში ყოველდღიურად საშუალოდ 5,3 მილიონი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი ხორციელდება, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 50 პროცენტით მეტია. ირანში კი წლის დასაწყისიდან ჩვენ 70 მილიონი კუბური მეტრი გაზი გავუშვით სატუმბში და ყოველდღიურად 1,2 მილიონი კუბური მეტრი იტუმბება", - იუწყება წყარო.
SOCAR-მა 2015 წელს საქართველოში 1.36 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა.