მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SOCAR-ი ზამთრის პერიოდში, საქართველოსთვის მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობას გაზრდის

56ab4884b28f2
BM.GE
29.01.16 15:05
1851
აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა მიაღწია შეთანხმებას, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის კონსორციუმთან,  "შაჰ-დენიზიდან" საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მოცულობის გაზრდა ზამთრის პერიოდს შეეხება. განცხადებას კომპანია Sokar-ი ავრცელებს.
 
შეთანხმების შედეგად, SOKAR-ი ზამთრის პერიოდში, საქართველოსთვის მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობას, 50 მილიონი კუბომეტრით გაზრდის. „ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის", - ნათქვამია განცხადებაში.