29.დეკემბერი .2015 12:51

SOCAR-ი 2016 წელს საქარველოსთვის გაზის მოცულობის გაზრდას არ აპირებს

views 1019
უკან

2015 წლის იანვარ-ნოემრის პერიოდში სოკარმა საქართველოს 1,25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, გასულ წელს სოკარმა საქართველოს 1,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. გამოცემის ცნობითვე მომავალ წელს აზერბაიჯანული კომპანია საქართველოსთვის გაზის მოცულობის გაზრდას არ აპირებს, რაც საქართველოს მხრიდან მოთხოვნით არის გამოწვეული. Trend-az-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სოკარი საქართველოს ბუნებრივ აირს კონკრეტული შეთანხმებისამებრ აწვდის.