მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Skytrax-მა საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა

5d0a16ee0a05c
მიხეილ ხაჩიძე
19.06.19 18:00
1368
Qatar Airways-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა - სია ბრიტანულმა მარკეტინგულმა კომპანიამ შეადგინა;

Skytrax-ი საუკეთესო ავიაკომპანიებს ყოველწლიურად ავლენს.


რეიტინგი გუშინ საფრანგეთში, პარიზის ავიაშოუზე გახდა ცნობილი.

"ყატარის ავიახაზები" ფრენებს 140-ზე მეტი მიმართულებით ახორციელებს;

"ბრწყინვალე სერვისითა და საუკეთესო პირობებით კომპანია სიის სათავეში დამსახურებულად მოხვდა", - ნათქვამია კვლევაში.





მეორე პოზიციაზე Singapore Airlines-ი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი იაპონურმა ANA All Nippon Airways-მა დაიკავა.

ათეულში ასევე შევიდნენ: Cathay Pacific Airway, Emirates-ი , EVA Air-ი და ევროპული ავიაკომპანია Lufthansa.