მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიგნალი ჩინეთს - აშშ-მა ტაივანს გამანადგურებელი თვითმფრინავები მიჰყიდა

5d5ce6aec2394
მიხეილ ხაჩიძე
21.08.19 14:00
774
ჰონგ-კონგის კრიზისის პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს ცალსახა სიგნალს უგზავნის.  ვაშინგტონმა ტაივანისთვის მრავალფუნქციური რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავების მიყიდვას მწვანე შუქი აუნთო.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, ტაივანს 66 ცალ F-16 Fighting Falcon-ს მიჰყიდიან, რაც მთლიანობაში 7,2 მილიარდი ევრო ჯდება.

საბრძოლო მასალის ტაივანისთვის გადაცემა ჩინეთს უდაოდ გააბრაზებს; სახალხო რესპუბლიკა ტაივანს სეპარატისტულ პროვინციად აღიქვამს და დაკარგული ტერიტორიის დაბრუნების იმედს არ კარგავს; ჩინეთი ტაივანის შემოსაერთებლად ომსაც არ გამორიცხავს.


F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავები ტაივანს უფლებას აძლევს, საკუთარი საჰაერო ზოლი დაიცვას და რეგიონის უსაფრთხოებაში სერიოზული წვლილი შეიტანოს.