15.მაისი.2019 21:17
მსოფლიო

"სიჩუმის რეჟიმი" - რას ნიშნავს Uber-ის ახალი სერვისი?

"სიჩუმის რეჟიმი" - რას ნიშნავს Uber-ის ახალი სერვისი?
დაიღალეთ "მოლაპარაკე მძღოლებით"? – Uber-ი მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ მძღოლთან საუბრის სურვილი არ გაქვთ, "ჩუმად" მგზავრობის საშუალება გეძლევათ.

ახალი აპლიკაცია, რომელიც Uber-მა დაამატა, ე.წ. „სიჩუმის რეჟიმს“ ითვალისწინებს.

მომხმარებლებს, ტაქსის გამოძახებისას საშუალება ეძლევათ, აირჩიონ სასურველი ფუნქცია: "სიჩუმეს ვამჯობინებ" ან "მოხარული ვიქნები ვისაუბროთ" და სწორედ მგზავრის მიერ არჩეული მომსახურების მიხედვით იმოქმედებენ მძღოლებიც.

ახალი აპლიკაცია ხვალიდან აშშ-ში ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Uber-ის დებიუტი შედგა. ვაჭრობის პირველივე დღეს კომპანიის აქციების ფასი პირველადი შეთავაზების ღირებულებასთან შედარებით 7.6%-ით დაეცა; მთლიანობაში კომპანიამ 180 მილიონი აქცია გაყიდა და $8,1 მილიარდი დოლარის ივაჭრა, რაც მოლოდინზე, ერთი მილიარდით ნაკლებია. მიუხედავად ამისა, სატრანსპორტო კომპანიაში ვაჭრობის პირველი დღით კმაყოფილები დარჩნენ.
ავტორი: მიშა ხაჩიძე

24.აგვისტო.2019 13:15
405

ბარაკ და მიშელ ობამები $15 მილიონიან ვილას ყიდულობენ

ვრცლად
24.აგვისტო.2019 12:50
7226

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში ველოსიპედიდან ჩაცხრილეს – მკვლელი დაკავებულია

ვრცლად
24.აგვისტო.2019 00:10
515

იუანი რეკორდულად დაეცა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 23:40
493

ვინ იყო მილიარდერი დევიდ კოხი, რომელიც 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 22:30
1139

ამაზონის ინფერნო - რა საფრთხეს იწვევს ხანძარი მსოფლიოსთვის

ვრცლად
23.აგვისტო.2019 20:30
247

მზის ენერგიაზე დამოკიდებული პირველი რკინიგზის სადგური

ვრცლად