მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიის ერთ სოფელში სახლები 1 ფრანკად იყიდება

5d3054cbcbee6
მიხეილ ხაჩიძე
19.07.19 00:02
6356
შვეცარიის მთებში საცხოვრებელი სახლების შეძენა 1 ფრანკად იქნება შესაძლებელი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ულამაზეს მთიან სოფელ მონტი შაგაში 9 საცხოვრებელი სახლის ერთ ფრანკად გაყიდვის იდეით ტესინის კანტონის გამგეობა გამოვიდა.

მწვანე შუქი ახლა ადგილობრივმა მთავრობის საბჭომ უნდა აანთოს. საკითხს ოქტომბერში განიხილავენ; წინასწარი მოლოდინებით, იდეა ოფიციალურად დამტკიცდება და სახლების შეძენა ყველა მსურველს შეეძლება.

იდეის ავტორები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, სოფელი, რომელიც დაცლის პირასაა, ხალხით შეავსონ და ისევ გააცოცხლონ.

პოტენციურ მეპატრონეებს, რომლებიც ძველი სტილით, ქვით აგებულ სახლებს ერთ ფრანკად შეიძენენ, მათი რესტავრირება ევალებათ.

ულამაზესი შვეიცარიული სოფელი მონტი შაგა იტალიასთან საზღვარზე მდებარეობს. იტალიის ქალაქ მილანთან დაახლოებით 110 კილომეტრით, ხოლო შვეიცარიის ქალაქ ციურიხთან 200 კმ-ითაა დაშორებული.