მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედეთის ელჩი უცხოელებს საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდებს

5d1274cb0ad19
BM.GE
25.06.19 23:16
2241
საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ შვედმა დიპლომატმა საკუთარ facebook გვერდზე დაწერა. ამასთანავე, ელჩმა გააზიარა ნეიშენალ ჯეოგრაფიკის სტატია, რომელიც საქართველოში მოგზაურობას აღწერს. 

"ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, საქართველო აღმაფრთოვანებლად ლამაზი ქვეყანაა, შესანიშნავი სტუმართმოყვარეობით. თუ არ ხართ ნამყოფი, აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ, ხოლო თუ ნამყოფი ხართ - დაბრუნდეთ," - წერს ულრიკ ტიდესტრომი.