24.აგვისტო .2019 10:50

შსს–მ მაღაზია "აიტექნიკსის" გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

views 190
უკან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია "აიტექნიკსის" გაქურდვას ცდილობდა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.გ. მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული ხელთათმანები, ნიღაბი და ხელჩანთა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით", – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა