მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-ს მონაცემთა ბაზას უცხოელებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის მიზეზებიც დაემატება

5d324196f164c
თელარა გელანტია
20.07.19 19:20
1148
2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხო ქვეყნის 13,165 მოქალაქეს ეთქვა.

Bm.ge დაინტერესდა, რა არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ საფუძვლების მიხედვით საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის ფაქტების სტატისტიკას შსს ამ ეტაპზე არ აწარმოებს, მაგრამ უახლოეს მომავალში აღნიშნული სტატისტიკა მონაცემთა ბაზას დაემატება.

„მიუხედავად იმისა, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, გაიცემა შესაბამისი გადაწყვეტილება, მიმდინარე ეტაპზე შსს-ს მონაცემთა ბაზაში არ აისახება ქვეანაში შემოსვლის უარის თქმის მიზეზები. სამინისტრო მუშაობს, რომ ბაზას დაემატოს აღნიშნული ფუნქცია და შესაძლებელი გახდება უარის თქმის მიზეზების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება“, - განაცხადა bm.ge-ისთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსმა თამარ სალუქვაძემ.