მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-მ 2019 წლის 6 თვეში საქართველოში უცხო ქვეყნის 13,165 მოქალაქე არ შემოუშვა - სტატისტიკა

5d31d6338434f
თელარა გელანტია
19.07.19 22:30
1338
2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხო ქვეყნის 13,165 მოქალაქეს ეთქვა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოფიციალურად გამითხოვა.

თვეების მიხედვით სტატისტიკა ასე გამოიყურება:



აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში ყველაზე მეტი ირანის და ინდოეთის მოქალაქეები არ შემოუშვეს.

კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საზღვრის გამოკვეთის უფლება არ მიეცა ირანის 5,565 მოქალაქეს და შესაბამისად, ისინი უკან გააბრუნეს.



წლის პირველ 6 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის სტატისტიკაში მეორე პოზიციაზეა ინდოეთი - იანვარ-ივნისში ჩვენი ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთა სულ ინდოეთის 2,465-მა მოქალაქემ ვერ შეძლო.

 

Bm.ge დაინტერესდა, რა არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ საფუძვლების მიხედვით საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის ფაქტების სტატისტიკას შსს არ აწარმოებს.