მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯიპიაი ჰოლდინგი” ოროზმანში არქეოლოგიური აღმოჩენების მხარდაჭერას აგრძელებს

BM.GE
09.09.22 09:47
251
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანში არქეოლოგებმა 1,8 მლნ წლით დათარიღებულ ფენებში ადამიანის კბილი აღმოაჩინეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე ადამიანის ნაშთი იპოვეს, ამ დრომდე აქ მხოლოდ ცხოველების ნაშთები და ევრაზიის უძველესი მცხოვრებლების ქვის იარაღები იყო ნაპოვნი. ოროზმანის კვლევა არქეოლოგებმა 2021 წელს დაიწყეს და მისი ერთ-ერთი პირველი მხარდამჭრი სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი” იყო. კომპანიის საოპერაციო დირექტორი აღნიშნავს, რომ ისინი არქეოლოგიურ აღმოჩენებს ფინანსური რესურსების გარდა, ადამიანური რესურსებითაც ეხმარებიან და კომპანიის თანამშრომლები ოროზმანს არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობის მისაღებად ხშირად სტუმრობენ.