მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს: 6 თვეში საქართველოში რეგისტრირებული დანაშაული 18.2%–ით გაიზარდა

5d5fe7bbad92e
BM.GE
24.08.19 16:05
1489
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ–ივნისის პერიოდში საქართველოში რეგისტრირებულია 33 399 დანაშაული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (28 239) 18.2%–ით მეტია.

კერძოდ, როგორც უწყების სტატისტიკა აჩვენებს, საანგარიშო პერიოდში სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შემთხვევები 21.5%–ით გაიზარდა, ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაული – 14.9%–ით. სხვა მიმართულებებით გაზრდილი სტატისტიკა ასეთია:

დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ +12.09%

დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ +36.48%

დანაშული საკუთრების წინააღმდეგ +20.13%

დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობის წინააღმდეგ +22.28%

დანაშაული ფულადსაკრედიტო სისტემაში +0.89%

დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ +10.63%

სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა +62.28%

დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ +3.26%

ნარკოტიკული დანაშაული +27.11%

კომპიუტერული დანაშაული +151.78%

დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ +0.37%

დანაშაულის სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ +48.83%

რაც შეეხება დანაშაულის იმ სახეებს, რომელთა მიმართულებითაც 2019 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემთხვევები შემცირდა, სტატისტიკა ასეთია:

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა -57.89%

დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ -50%

დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში -1.68%

დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ - 9.09%

სატრანსპორტო დანაშაული -2.41%

დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ - 11.86%

დანაშაული საქართველოს კონსტიტუციული წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ -25%

ტერორიზმი -46.67%

სამოხელეო დანაშაული -15.84%

დანაშაული სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ -29.41%

დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ -8.05%

დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება -11.54%

დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ -24.05%

დანაშაული სამხედრო ქონების შენახვის ან ექსპლუატაციის წესის წინააღმდეგ - 50%.