15.აპრილი.2019 16:17
საზოგადოება

შრიფტების კონკურსი - "ქართული - ა" იწყება

შრიფტების კონკურსი - "ქართული - ა" იწყება
შრიფტების კონკურსი - „ქართული - ა" მეორედ ჩატარდება.

პროექტი, რომელიც თიბისი ბანკისა და დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით ხორციელდება, მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტირებას თანამედროვე სამყაროსთან, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეები ახალ ქართულ შრიფტებს შეიმუშავებენ, რომელთა შორის საუკეთესოები გაციფრულდება და ფონტების სახით მოხმარებაში დაინერგება.
კონკურსზე რეგისტრაცია 1 მაისიდან დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება. დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეეძლება ვებ-გვერდზე - Georgiana.ge .
გამარჯვებულებს კონკურსის ჟიურის წევრები შემდეგ ნომინაციებში გამოავლენენ.

· ლაკონური - ა (ლაკონური, ადვილად კითხვადი შრიფტი );
· აკადემიური - ა (კლასიკური, აკადემიური შრიფტი);
· მხატვრული - ა (მხატვრული შრიფტი);
· გაკრული - ა (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი);
· ფუტურისტული - ა (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა)
· ტექნიკური - ა (ტექნიკური შრიფტი ტექნიკური პროგრამების მიმართულებით გამოსაყენებლად);
· ადაპტირებული - ა (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია);
· რეგულარული ა.

კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარგენა შეუძლია, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ, ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაარეგისტრირონ. მონაწილეებს შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარადგინონ.

გამარჯვებულები სექტემბერში გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრიზები გადაცემათ. კერძოდ პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი 2000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული კი - 1000 ლარით.

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - Georgiana.ge.

„ქართული - ა" ერთადერთი პროექტი არ არის, რომელიც თიბისი ბანკის ინიციატივით, პროექტ #წერექართულად ფარგლებში ხორციელდება. მაიკროსოფტთან ერთად უკვე ერთი წელია მიმდინარეობს პროექტი „ქართულად", რომელიც კომპიუტერულ პროგრამებში ქართული ენის ინტეგრირებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, თიბისის მხარდაჭერით გაციფრულდა ყველაზე დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი.
ავტორი: თელარა გელანტია

24.ივნისი.2019 23:41
2481

რიყეზე დაშავებული მეორე ტურისტიც საავადმყოფოში გარდაიცვალა

ვრცლად
24.ივნისი.2019 23:34
1122

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
24.ივნისი.2019 22:49
333

"მინდა, გიორგი გახარიას ვთხოვო, წარუდგინოს პარლამენტს ვიდეოკადრები, როგორ ვითარდებოდა მოვლენები“

ვრცლად
24.ივნისი.2019 22:16
202

პრემიერი: იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო

ვრცლად
24.ივნისი.2019 22:13
57

Expago- მოგზაურობის ახალი განზომილება

ვრცლად
24.ივნისი.2019 21:34
278

პრემიერი: 20 ივნისის ღამეს დაშავებულთათვის ნებისმიერი სახის დახმარება იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან

ვრცლად