22.აპრილი .2019 20:50

შრი-ლანკას ტერაქტს დანიელი მილიარდერის შვილები ემსხვერპლნენ

views 1351
უკან

შრი-ლანკაში მომხდარი ტერაქტებს დანიელი მილიარდერის ანდრეას პოვლსენის სამი შვილი ემსხვერპლა.

კვირას შრი-ლანკაში აფეთქება სამ ეკლესიასა და სამ სასტუმროში მოხდა. აფეთქებების დროს ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. თავდასხმების შედეგად, 290 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა 500-ს აჭარბებს.

“დიდი მწუხარებით გვიწევს დავადასტუროთ ეს ინფორმაცია” - განაცხადა პოვლსენის ოჯახის წარმომადგენელმა.

შრი-ლანკას ხელისუფლების ცნობით, მომხდარის გამო, 24 ადამიანი არის დაკავებული. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

პოვლსენი დანიელი მილარდერია, რომელიც ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია ASOS-ის უმსხვილესი აქციონერია, მისი ქონება Forbes-ის მიერ 7.9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. პოვლსენი ასევე ფლობს კომპანია  Bestseller-ს, რომლის გაყიდვებიც გასულ წელს 4 მილიარდი დოლარი იყო.