14.ივნისი .2019 13:31

შპს "ზიქსიფეის" საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

views 813
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის 2019 წლის 06 ივნისის N43 განკარგულების საფუძველზე, შპს "ზიქსიფეის" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

იმისათვის, რომ შპს "ზიქსიფეიმ" მოახდინოს კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების დროული დაზუსტება და შეუფერხებელი გასტუმრება, ყველა კრედიტორმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი, ბიომეტრიული პასპორტი);
2. შპს "ზიქსიფეის" მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული შესაბამისი დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში:

1. ამონაწერი სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
2. იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
3. შპს "ზიქსიფეის" მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული შესაბამისი დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N2. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა