მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოვში კურორტის მშენებლობა 2020 წლიდან დაიწყება

5d33714214354
ელენე გოგბერაშვილი
21.07.19 14:08
1814
შოვის კურორტის განვითარება მომავალი წლიდან დაიწყება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია "სიმეტრიას" გენერალური დერექტორის ტარიელ გაბუნიას განცხადებით, პირველ ეტაპზე კურორტზე არსებული მინერალური წყლების გამოკვლევა მოხდება.

მისი თქმით, რაჭაში უკვე იმყოფებოდნენ გერმანელი ბალნეოლოგები, რომელთაც ყველა წყაროს ნიმუში აიღეს გამოსაკვლევად. გაბუნიას თქმით, კვლევის შედეგები და რაჭის წყლების ზუსტი შემადგენლობა, რომელიც სამკურნალო პროცედურებში იქნება გამოყენებული, დაახლოებით აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი.

გარდა ამისა, უკვე დამუშავებულია კურორტის გეგმარებითი ნაწილი, თუმცა დეტალური პროექტირების შემდეგ სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით ერთ წელიწადში დაიწყება, სამუშაოები კი 3 წელიწადში უნდა დასრულდეს.

უძრავი ქონების განვითარების კომპანია "სიმეტრიამ" თანამშრომლობის გენერალური ხელშეკრულება უკვე ოფიციალურად გააფორმა ყაზახურ ბიზნეს ჯგუფთან, რომელიც შოვის კურორტის ტერიტორიის 60%-ს ფლობს.

"კურორტის ტერიტორიის 60%-ის კუთვნილება ქმნის საფუძველს კურორტის არა -დანაწევრებული, არამედ ერთიანი და სისტემური განვითარებისთვის. შოვის კურორტის გენერალური გეგმის მიხედვით, განვითარება ხელს შეუწყობს ტერიტორიის ახალ და უნიკალურ ტურისტულ ცენტრად გარდაქმნას", - აცხადებენ კომპანიაში.

წინასწარი გათვლებით, შოვის კურორტის განვითარებაზე დაახლოებით, 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.