მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურმა ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა გაითვალისწინა

5c9a09b066b1c
თელარა გელანტია
26.03.19 15:14
537
შემოსავლების სამსახურმა ნედლი ნავთობის შენახვაზე დანაკარგის ნორმის განსაზღვრასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა გაითვალისწინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ბიზნესობმუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა ნედლი ნავთობის შენახვის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

ბიზნესომბუდსმენის აპარატმა გაიზიარა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მოთხოვნა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს.

შედეგად, „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ნედლი ნავთობის შენახვაზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ნორმად დააწესდა 0.077 (დანაკარგი წონიდან %-ში).
ნედლ ნავთობზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმის არარსებობის გამო, კომპანიებს პრობლემები ექმნებოდათ, რაც ასევე ნეგატიურად მოქმედებდა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე. არადა, აღნიშნული სფეროს განვითარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო სტრატეგიული-სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.