მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურმა 540 ლიტრი უაქციზო ლუდის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

5d5bb28a7da98
თელარა გელანტია
20.08.19 12:42
679
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, უაქციზო საქონლის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. 

კერძოდ, თბილისში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, სავალდებულო მარკირების გარეშე 540 ლიტრი ლუდის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი.