მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეინარჩუნე წონასწორობა - დააზღვიე სესხი

5d35a5357729b
BM.GE
22.07.19 15:55
849
"შეინარჩუნე წონასწორობა - დააზღვიე სესხი", - თიბისი დაზღვევა ბაზარზე ახალი შეთავაზებით გამოდის.

"სესხის დაზღვევა იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას დაგიცავს, როდესაც ვეღარ ახერხებ სესხის დაფარვას. ასეთ დროს თიბისი დაზღვევა, 6 თვის განმავლობაში, შენს ნაცვლად გადაიხდის ბანკის წინაშე არსებულ ვალდებულებას.

შეგიძლია დააზღვიო შემდეგი ტიპის სესხები: სამომხმარებლო, იპოთეკური,  ავტოსესხი და განვადება.

დაზღვევის მისაღებად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენაა საჭირო. დაზღვევის ფასი იწყება 4 ლარიდან და გამოითვლება ინდივიდუალურად, ღირებულება დამოკიდებულია სესხის ოდენობას და შერჩეულ ლიმიტზე,ყოველთვიური მაქსიმალური ანაზღაურების ლიმიტი 500 ლარია.

დაზღვევის შესაძენად აუცილებელია:
• იყო მინიმუმ 21 წლის; 
• დასაქმებული იყო საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციაში; 
• ბოლო 1 წლის მანძილზე გქონდეს უწყვეტი სამუშაო სტაჟი საქართველოში;

რა შემთხვევები ანაზღაურდება: სამსახურიდან დათხოვნა და შრომისუუნარობა, უბედური შემთხვევის შედეგად.

სესხის დაზღვევის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, თიბისი დაზღვევის ფილიალებში და ონლაინ არის შესაძლებელი", - ნთქვმია გავრცელებულ ინფორმაციაში.