პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობოა სწორი შერჩეულია და ეფექტურია.
ამის შესახებ მან „იმედზე“ სტუმრობისას განაცხადა.
წამყვანმა „ოცნების“ თავმჯდომარეს მისი ის განცხადება შეახსენა, როცა ივანიშვილმა თქვა, რომ მას 1 წელი დასჭირდებოდა გუნდის გასამართად.
„მე მხედველობაში მქონდა ის, რომ გუნდი გაუმართავი იყო. ვერტიკალი იყო სუსტი და ბევრი დრო დავხარჯე განსაკუთრებით საპარლამენტო უმრავლესობასთან და იქ პრინციპულად შეიცვალა სიტუაცია. მოტივაცია გუნდში გასაძლიერებელია და ვაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას. ვფიქრობ, რომ მთავრობა სწორი შერჩეულია და კარგი შერჩეულია და ეფექტურია, იქ შეიძლება რომელიმე სამინისტროზე, მინისტრზე იყოს პატარა კითხვები და პრემიერი ძალიან ცდილობს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

























